მამუკა გორგოძე: ახლა ქართულ რაგბიში ისეთი ეტაპია, რომ რეიტინგში წინსვლა არ გვექნება

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული რაგბის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მამუკა გორგოძე, რაგბის კავშირის ახალ გამგეობაში მუშაობას შეუდგა. გაირკვა, რომ გორგიძეს კომუნიკაცია კავშირსა და საქართველოს ნაკრებს შორის ექნება, მაგრამ ჩართული სხვა საკითხების განხილვაშიც აქტიურად იქნება.

„ჩემი კავშირის გამგეობაში შესვლით დიდი მოლოდინი გაჩნდა, თითქოს ქართული რაგბის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტან. მინდა ავღნიშნო, რომ არ ვერთვები კავშირის მუშაობაში და მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებ. თუ რამეს მკითხავენ, აზრს დავაფიქსირებ, ასევე ჩავერთვები ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც გამგეობაში შემოვა. ვიძლევი გარანტიას, რომ სულ რომ წასვლა მომიწიოს, არავინ დაიჩაგრება. გამგეობის ყველა წევრი გახსნილია, ჩვენთან დაკავშირება არაა რთული და მოვუსმენთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. თუ რომელიმე საკითხი გამგეობაზე ვერ მოხვდება, ან დამახინჯებულად იქნება წარმოდგენილი. პირობას ვდებ, რომ პირადად მოვუსმენ ნებისმიერ ადამიანს და ეს საკითხები დადგება გამგეობაზე“ – აცხადებს გორგოძე.

რა უნდა ხდებოდეს კავშირსა და ნაკრებს შორის, ამის შესახებ გორგოძეს საკუთარი აზრის აქვს.

„ნაკრებსა და კავშირს შორის უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია. მაქსიმალურად დავიცავ როგორც ნაკრების, ასევე კავშირის ინტერესებს და ვიქნები მხოლოდ სიმართლის მხარეს. კავშირის მხრიდან არ უნდა გაიცეს ისეთი დაპირებები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ შესრულდება. ნაკრებმა უნდა მოითხოვოს იმდენი, რისი საშუალებაც კავშირს ექნება და კავშირიც უნდა დათანახმდეს მხოლოდ იმ თანხის გაღებას, რისი გადახდის საშუალებაც ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშეები სულ იქნებიან მოლოდინში, ხოლო კავშირი დაპირების შესასრულებელი თანხის მოძიებაში, რაც არც გუნდს წაადგება და არც კავშირს“, – დასძენს გორგოძე.

გორგოძე ფიქრობს, რომ ნაკრების სამომავლო წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვთა რაგბის განვითარება.

„ქართული რაგბის მომავლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. ნაკრები ამ ყველაფრის მწვერვალი, ქვეყნის სახეა, მაგრამ მისი წინსვლისთვის აუცილებელია კონკურენციის გაზრდა და შესაბამისად, ბავშვთა რაგბის განვითარება. ეს დღეს და ხვალ შედეგს არ მოგვცემს, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. ამდენი წელი გავატარე ნაკრებში და სულ იყო პრობლემა – ხან მეორე ხაზი არ გვყავდა, ხან მესამე და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ ყველა პოზიციაზე გვყავდეს 3-4 ძლიერი მორაგბე და როდესაც ყველა რგოლში იქნება კონკურენცია, მერე საჭიროა ძლიერი სპეციალისტი, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს. ახლა კი ისეთ ეტაპზე ვართ, რომ რეიტინგში წინსვლა ვერ გვექნება. უნდა ვიზრუნოთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე და დაველოდოთ მომენტს, რის შემდეგაც წინსვლა აუცილებლად გვექნება“, ასე ფიქრობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე.

გორგოძეს ნაკრებში 2003-19 წლებში უთამაშია და მისი კვართი 75-ჯერ აქვს  მორგებული და ყველაზე მეტი, 27 ლელო გაუტანია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები