რა ხდება ზუგდიდში: ექსკლუზიური ინტერვიუ ანზორ მელიასთან - „გავლენიანმა ადამიანებმა ჩემს წინააღმდეგ გამოსვლებზე უარი თქვეს“

სულ ნახვები : 1,568
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მთავრობას მოვუწოდებ: დაწყნარდი, დამშვიდდი და შეეგუე წაგებას“, - ასე გამოეხმაურა CNews-თან საუბრისას ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ზუგდიდში სპეცრაზმის მობილიზებას.

 

- ბატონო ანზორ, რა ხდება ზუგდიდში?

- ნახევარი ნაბიჯი გვაქვს გამარჯვების გასაფორმებლად და როდის იყო, რომ გამარჯვებული ომს  იწყებდეს, ან არეულობას?

ჩვენი ბედოვლათი პრემიერ-მინისტრი რომ ჩამოვიდა და 100 კაცი ძლივს შეკრიბეს.

- სპეცრაზმის მობილიზება იმიტომ დაიწყო, რომ „ოცნებამ“ იცის, ზუგდიდში, თქვენი სახით, ძლიერი კონკურენტი ჰყავს?

- მიიღეს ინფორმაცია, რომ ზუგდიდს აგებენ. ამიტომ, ყველა ღონეს ხმარობენ, სატელევიზიო ეთერშიც არ დაუმალავთ, ყველაფერს გავაკეთებთო, რომ ზუგდიდი „ნაცებს“ არ ჩავუგდოთ ხელშიო. ამიტომ გასცა ბრძანებები და გუშინ გორიდან მოდიოდნენ სპეცრაზმელები, მაგრამ კრიტიკულმა ჟურნალისტებმა დროზე გაიგეთ, ერთი ამბავი ატეხეთ და ამით შეჩერდნენ.

- „ქართული ოცნება“ შეშინებულია?

- შეშინებულია! ალბათ, ნახეთ სუს-მაც დადო ინფორმაცია, რომ ყველაფერი ეს ჭორია და საგანგებო ვითარება არ გვქონდაო. იცით, რა არის? - ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელები ყველაფერში ძალიან მეხმარებიან, ოღონდ - სუფთა ხელებით.  გავლენიანმა ადამიანებმაც უარი თქვეს ჩემს წინააღმდეგ გამოსვლებზე იმიტომ, რომ აქვთ ამის საბაბი.

- რა საბაბი?

- თუნდაც ის, რომ რამდენიმეს მკურნალი ექიმი ვიყავი. საერთოდ, ამას არასოდეს ვარკვევ,  მაგრამ ახლა ჩანს მათი სიყვარულით - ყოველ ფეხის ნაბიჯზე  მხვდება.

- ბატონო ანზორ, ყველაფერ ამის გამო, ამომრჩეველი ხომ არ შეშინდება?

- პირიქით, მეგრელების ხასიათი ამათ არ იციან. ისინიც კი,  ვინც ხმას არ მაძლევდა, მოვლენ 30 ოქტომბერს და ხმას მე მომცემს, ამაში დარწმუნებული ვარ.  

- რატომ ხართ დარწმუნებული?

- დღეში 4 სოფელში მაქვს შეხვედრა და უნდა ნახოთ, პირველი ტურის შემდეგ რა ენთუზიაზმითა და ენერგიით არიან გამსჭვალულები. ქართველი ხალხი ბრძენია, განსაკუთრებით, ჩემი სამეგრელო, როგორ შეიძლება, ვიცხოვროთ ასეთ სიღატაკეში, როცა 21-ე საუკუნეა? ჰოდა,  უკეთესობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ მშვიდობიანი გზით. 

- ხელისუფლებას ხომ არაფერს ეტყვით? 

- მთავრობას მოვუწოდებ, დაწყნარდეს, დამშვიდდეს და შეეგუოს წაგებას. ასე რომ, ძალიან მშვიდად ვარ.

 

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა