სანდრო მამუკელაშვილი: ნბა-ს ფეხი უნდა ავუწყო

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში პირველი ქულები მაიმისთან (95:137) წაგებულ მატჩში აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მილუოკი დიდი ანგარიშით დამარცხდა, სანდროს მონაგარი ურიგო სულაც არ იყო: 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. მამუკელაშვილი გუნდის სამ საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მაიკ ბუდენჰოლცერმა სწორედ ჩვენებური იახლა.

„ჩემთვის ეს იყო დიდი შესაძლებლობა. გახარებული ვარ, რადგან მწვრთნელი მენდო და ვარსკვლავებთან ერთად გამიყვანა მოედანზე. მაიამისთან მატჩი ჩემთვის კარგი გამოცდილებაა, რომლისგანაც ბევრს ვისწავლი. მეტოქემ საოცრად ითამაშა, ჩვენი პასუხი კი დაგვიანებული აღმოჩნდა. წინ კიდევ 80 მატჩია. მომდევნო ვარჯიშებზე და თამაშებზე შევეცდებით, ყველა შეცდომის გამოსწორებას. ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, გუნდი ერთიანია და ბოლომდე იბრძოლებს.

ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უკეთესი კალათბურთელი გავხდე, მოვუმატო ფიზიკურად და ვიყო მომთმენი. მართალია, ჩემთვის ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ ვერ ვზეიმობ, რადგან გუნდი დამარცხდა. რა თქმა უნდა, არ დავმალავ, რომ ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი გზაა. უკეთ უნდა ვიგრძნო NBA. სამწვრთნელო შტაბის მადლობელი ვარ ნდობისთვის და შანსის მოცემისთვის. მადლობა გუნდელებს, რომელთაც სჯერათ ჩემი. რომ ახალბედას მომცეს თავის გამოჩენის შანსი. ჩემი აზრით, როცა ბევრს შრომობ, ეს შედეგს ყოველთვის გამოიღებს. შევეცდები, რომ მზად ვიყო ყოველ ჯერზე, როცა მწვრთნელი ჩემს გვარს გამოაცხადებს. NBA-ში საოცარი სისწრაფეები და ფიზიკურობაა, ამას ფეხი უნდა ავუწყო“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.

ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი 24 ოქტომბერს, გამთენიას ელოდება. მილუოკი სან ანტონიოს შეხვდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები