36 წლის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ისევ წინსვლაზე და სწავლაზე ფიქრობს

სულ ნახვები : 332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, 36 წლის კრიშტიანუ რონალდუ ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში და სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს.

„ვფიქრობ თუ არა პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლას? რატომ უნდა ვფიქრობდე? ჯერ ეს დრო არ დამდგარა. მნიშვნელობა არ აქვს რა სურს ხალხს, მთავარია მე რა მინდა. მხოლოდ მე ვიცი თუ როდის აღარ შემეძლება სირბილი, გოლების გატარა და როდის დამაკლდება ძალა... ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს, ისევ მოტივირებული ვარ და წინსვლას განვაგრძობ.

 

მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, შენ შენი საქმე სრულყოფილად უნდა შეასრულო. მომწონს ფეხბურთის თამაში, მიყვარს, როდესაც ხალხს ვახარებ“, – აცხადებს პორტუგალიელი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები