თურქეთიდან 10 ქვეყნის ელჩებს გააძევებენ

სულ ნახვები : 229
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თურქეთიდან 10 ქვეყნის ელჩებს გააძევებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი ინსტრუქცია პრეზიდენტმა ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა. 

„პერსონა ნონ გრატებს“ შორის აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებიც, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. კავალა თურქეთში 4 წლის წინ დააკავეს. მას ბრალად 2013 წლის საპროტესტო აქციებისა და არეულობის ორგანიზება ედებოდა.

2020 წელს ბიზნესმენს ძველი ბრალდება მოუხსნეს, თუმცა წელს სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულს ახალი ბრალდება წაუყენეს, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა