ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ ერთი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ზარინა ტუაევამ განაცხადა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კოვიდინფიცირების 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის 8 094 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 132 და გამოჯანმრთელებულია 6 010 პაციენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა