ნბა-ში ქართულ დერბის ალბათობა იკლებს

სულ ნახვები : 284
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

NBA-ს მორიგ ტურში ერთმანეთს სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი და გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი უნდა დაუპირისპირდნენ. ცხადია, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ქართულ დერბის ველოდებით, მაგრამ ამის წინაპირობა ნაკლებად არის.

საქმე ის არის, რომ ბითაძეს სათამაშო დრო არ ეთმობა. ინდიანამ აგერ უკვე სამი მატჩი ჩაატარა და ჩვენებური მოედანზე არ ყოფილა.

ინდიანელებმა სეზონში პირველი გამარჯვება მაიამი ჰითთან იზეიმეს. პეისერსმა ოვერტაიმში 102:91 მოიგო.

გამარჯვებულთა რიგებში 18 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, კრის დუარტემ 19 ქულა ჩააგდო, ოშაე ბრისეტს 18 და 9 მოხსნაც ჰქონდა, ხოლო ლიეტუველმა ფორვარდმა დომანტას საბონისმა 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

დიდი დრო არც მამუკელაშვილს მისცემია, რომლის მილუოკი ბაქსმა სტუმრად სან ანტონიო სპურსს 121:111 სძლია. ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ამჯერად მცირე სათამაშო დრო დაეთმო.

მიუხედავად მილუოკელთა წინა ხაზში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის არყოფნაში, ქართველი მძიმე ფორვარდი მოედანზე 6 წუთი გამოჩნდა. ჩვენებურმა ერთი შეტევა გააცუდა. სულ ეს იყო...

მილუოკის 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა. მომდევნო მატჩს, როგორ გითხარით, 26 ოქტომბერს გოგა ბითაძის პეისერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები