ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელის

სულ ნახვები : 366
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელის. მიზეზი აშშ-ის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.

თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ქვეყნის ელჩის ქვეყნიდან გაძევების რეკომენდაცია მისცა. ე.წ. „შავ სიაში“ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებიც მოხვდნენ.

10 ქვეყნის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ისინი ცნობილი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კავალა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ბრალდებული. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა