რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ის ვიზების მიღება სურთ, „უსახლკარო ერების“ მოქალაქეთა კატეგორია მიანიჭეს

სულ ნახვები : 985
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ამერიკის ვიზის მიღება სურთ, სახელმწიფო დეპარტამენტმა „უსახლკარო ერების“ (Homeless Nationalities) მოქალაქეთა კატეგორია მიანიჭა. ასეთ სტატუსს აშშ-ის ხელისუფლება იმ ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს, სადაც შეერთებულ შტატებს საკუთარი საკონსულო წარმომადგენლობაარ გააჩნია ან სადაც არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა, რის გამოც აშშ-ის დიპმისიებს საკუთარი მოვალეობის შესრულება არ შეუძლიათ.

„უსახლკარო ერების“ სიაში მოხვდნენ კუბა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენიც.

ბლინკენის უწყება რუსეთის მოქალაქეებს ინსტრუქციას აძლევს, ამერიკის ვიზისთვის ვარშავაში აშშ-ის საელჩოს მიმართონ.

გაზაფხულზე რუსეთმა აშშ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და ამერიკის საკონსულოების მუშაობა შეზღუდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა