არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 251
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.

"მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი, მილიონობით ვაქცინა და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი', - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა