USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორი: ნამახვანჰესის კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული, შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ

სულ ნახვები : 658
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.....

ნამახვანჰესის პროექტის ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული და კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული. ამის შესახებ საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორმა დენიელ პოტაშმა Forbes Talk-თან განაცხადა.

"ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს, მათ, ვინც საქართველოში ფიქრობს გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას. შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი, როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი, ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული, მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული – ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით "შორთლისტში". კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა“, - განაცხადა დენიელ პოტაშმა.

მისივე თქმით, შემდეგ ჩაერივნენ სხვა ძალები, რის შემდეგაც დავა გასცდა პროექტის ავკარგიანობაზე მსჯელობას.

„ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ვფიქრობ, ასევე რომ თემთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას, ნამახვანი კარგი პროექტია თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი." – თქვა პოტაშმა.

შეგახსენებთ, კომპანია ENKA Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მის წინააღმდეგ ობსტრუქციაში გამოიხატა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.  

ENKA საქართველო მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა