იმავე ცოცხებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ - დავით კირკიტაძე

სულ ნახვები : 592
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმავე ცოცხებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

კირკიტაძის განცხადებით, ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი კი რუსთავის ციხეში ზის.

,,დღეს ამ გარეწრებმა დაგეგმეს რუსთავის ოფისზე თავდასხმა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცოცხებით ხელში დაგვხვდნენ თბილისში მიმავალ მომიტინგეებს, მათი სიმბოლოა, მათი იარაღია ცოცხი და უნდა ვუპასუხოთ სიყვარულითა და ბრძოლით არჩევნებზე, უნდა გავცეთ პასუხი, როგორსაც იმსახურებენ. იმავე ცოცხებს, რომლითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ხალხმა შეინარჩუნოს ხელისუფლება, ისინი გაართულებენ ცხოვრებას, უყვართ მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა და ამიტომ არიან ხელისუფლებაში. ამ ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი რუსთავის ციხეში ზის. ამიტომ, ერთად და ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ეს მავნებლები გავუშვათ ხელისუფლებიდან და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება თავისი ქვეყნისთვის აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენ ვიმსახურებთ განათლებულ, გაბრწყინებულ ქვეყანას“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები