დიმიტრი პესკოვი: რუსეთს არ შეუძლია, ხელი შეუშალოს უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას

სულ ნახვები : 307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას ხელ ვერ შეუშლის, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთისთვის ამ ნაბიჯების შედეგები მინიმუმადე დაიყვანოს.

ამის შესახებ განცხადება დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნატო-სთან ურთიერთობების შეწყვეტით არაფერი საშინელი არ მოხდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას, ეს შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რუსეთისთვის ამ შესაძლო დაახლოების შედეგები მინიმუმამდე შევამციროთ. არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ აგრესიულობის გამწვავების, და ისეთი დეკლარაციების ფონზე, რომ ნატო-ს მთავარი ამოცანა რუსეთის შეკავებაა, ჩვენ უბრალოდ უარს ვიტყვით ნატო-სთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ნატო-ში საკუთარი წარმომადგენლობის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნატო-დან რვა რუსი დიპლომატი გააძევეს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაძევებული დიპლომატები სინამდვილეში რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები