მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში - ნიკოლოზ ყიფშიძე

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.​

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო.

შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფოში იქნება. დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო. შეიძლება ღამე დასჭირდეს, შეიძლება დილით დასჭირდეს",- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები