ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით, მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და საზოგადოებას 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე... როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს... ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის...

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც, დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი - მინდა ყველას მალე პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები.

გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები