„ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობდა

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მუშაობაში გლობალური შეფერხებები დაფიქსირდა. „ფეისბუკის“ მომხმარებლები „მესენჯერით“ ერთმანეთს შეტყობინებებს ვეღარ უგზავნიდნენ.

პრობლემები შეექმნა ამერიკის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის, პოლონეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ათასობით მომხმარებელს.

მთელი ღამე შეფერხებით მუშაობდა „ინსტაგრამიც,“ რომლის მომხმარებლებიც სერვერთან დაკავშირებას და საიტის ჩამოტვირთვას ვერ ახერხებდნენ.

გლობალური შეფერხებების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები