„სრული პანიკა დაიწყო იუსტიციის სამინისტროში“ - ელისო კილაძე ასახელებს რეალურ მიზეზს, რის გამოც დავით დარასელია, ბექა ქინქლაძე და ჩიტო ორდენიძე გლდანის ციხეს მოაშორეს

სულ ნახვები : 69,718
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ცხვირის ოპერაციის,  კოვიდის თუ სხვა მიზეზით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მოვლენების ეპიცენტრს ისინი განარიდეს“, - განაცხადა CNews-თან საუბრისას გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გლდანის ციხის დირექტორთ დავით დარასელიაზე საუბრისას.

კილაძის თქმით, დავით დარასელია, ბექა ქინქლაძე და ე.წ. ჩიტო ორდენიძე პროცესებს განარიდეს.

„გეტყვით რეალურ მიზეზს, ეს რეალური მიზეზი ჩვენ ვართ, ანუ მას შემდეგ, რაც გავასაჯაროვეთ ხობში მომხდარი ფაქტი, როდესაც დავით დარასელიას თანმშრომელი მე-2 სართულიდან გადახტა და მასზე იყო ზეწოლა. ამ ქალბატონმა ღია ინტერვიუ მოგცა. ამის შემდეგ დაიწყო სრული პანიკა იუსტიციის სამინისტროში იმიტომ, რომ იუსტიციის ახალ მინისტრს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ადამიანების წარსულის შესახებ.  ისინი არიან ალეკო ტაბატაძის მიერ დანიშნული კადრები და შესაბამისად, დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩამოაშორონ ეს ადამიანები პროცესს. პირველი ვერსია იყო, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინათ და უფლებამოსილება შეეჩერებინათ მანამ, სანამ გენინსპექცია გამოძიებას აწარმოებდა. ამ სიტუაციაში, უბრალოდ, შეეშინდათ იმიტომ, რომ ეს იქნებოდა აღიარება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის. შემდეგ დაიწყეს ვერსიებს განხილვა, რომ ავადმყოფობის გამო სამივე ერთად სამსახურში არ მივიდოდა. ამისთვის გამოიყენეს კოვიდპანდემია და არ ვარ დარწმუნებული, რომ გოგა ორდენიძეს, დავით დარასელიას და ბაჩო ქინქლაძეს  ერთად დაემართათ კოვიდი და  როცა  ჩვენს მიერ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათ სავარაუდოდ, კოვიდი არ აქვთ, დაიწყეს ახალ ვერსიებზე საუბარი. მინიმუმ, ორი კვირა და მაქსიმუმ, სამუდამოდ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ გლდანის ციხეს და ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. მათ ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან შეხება არ ექნებათ. ცხვირის ოპერაციის,  კოვიდის, თუ სხვა მიზეზით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მოვლენების ეპიცენტრს ისინი განარიდეს“,-განაცხადა კილაძემ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები