სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას და მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარებას ითხოვს
...
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:
2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, მიეთითებინა, სასამართლოსთვის განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება ციხეში და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა განმცხადებელს, შეეწყვიტა შიმშილობა. მან ასევე შესთავაზა მხარეებს წარმოედგინათ არგუმენტები ამ დროებით ზომებთან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა 41-ე წესის შესაბამისად,“- აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.