„ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“ - საიას თავმჯდომარე ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და თუ ხელისუფლების პოზიცია განსხვავებული იქნება, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს,“ - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფზე საუბრისას.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 49 დღეა, შიმშილობს. სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამავე მოთხოვნით შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ენმ-ს 10 დეპუტატი.

„როდესაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არგუმენტებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ფაქტია, რომ ეს საკითხი ასე კომპლექსურად არ შესწავლილა. შეისწავლა მხოლოდ ამ კონსილიუმმა და არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსხვავებული პოზიციები უნდა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუმცა რასაც ვხედავთ, ფაქტია, რომ საფუძველი არაა, რომ ამ დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ავტორი: მარიამ ხინიკაძე

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები