ელისაშვილმა, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

სულ ნახვები : 5,728
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს, 18 ნოემბერს, შიმშილობა კიდევ ერთმა მოქალაქემ, დავით ელისაშვილმა დაიწყო.

ელისაშვილის თქმით, დიაბეტი აქვს და ინსულინზეა დამოკიდებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედიკამენტის მიღებასა და საკვებზე მაინც უარის თქმას აპირებს და შიმშილობას იწყებს.

 "ეს პროტესტი უფრო არ არის, ეს უფრო თხოვნაა, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარივე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ტყვედ ამყოფებს საკუთარ ციხეში. სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში, მანამდე მე არ შევწყვეტ ამ სამმაგ შიმშილობას", - განაცხადა დავით ელისაშვილმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები