განხეთქილება „ოცნებაში“ სააკაშვილის თემაზე: „თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, შემობრუნება ძალიან რთული იქნება“ - ელგუჯა გოცირიძე

სულ ნახვები : 13,678
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, იმის შემობრუნება მერე ძალიან რთული იქნება, გინდა გადაიყვანონ, გინდა გადმოიყვანონ, აზრი აღარ ექნება", - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, "ქართული ოცნების" წევრი, ელგუჯა გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

"იმპერატიულად არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, ზოგადად ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ის ხალხი, საკმაოდ გონიერი და პატივსაცემი ხალხია, კარგი ექიმები არიან, ასე რომ, არ მაქვს საფუძველი იმათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო. 

ზოგადად მგონია, რომ ეს კითხვები რასაც თქვენ სვამთ ეხლა, ამ წუთას არ არის... უფრო სხვაგვარად ვუყურებ, თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, იმის შემობრუნება მერე ძალიან რთული იქნება, გინდა გადაიყვანონ, გინდა გადმოიყვანონ, აზრი აღარ ექნება", - თქვა ელგუჯა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ წევრების უმრავლესობა სახალხო დამცველის და მის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დასკვნას არ ენდობა. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები