სკოლებში კორონას გავრცელება შემცირდა - განათლების სამინისტროს სტატისტიკა

სულ ნახვები : 427
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სკოლებში კორონას გავრცელება შემცირდა.  კერძოდ, როგორც განათლების სამინისტრო იუწყება, ბოლო კვირის მონაცემით, დისტანციურად 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი სწავლობს.

უწყების ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.

სტაბილური ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ამ ეტაპზე აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70.7%.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა