ოკუპირებული ცხინვალის „წითელ ზონაში“ 84 კოვიდპაციენტი რჩება

სულ ნახვები : 403
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 27 ადამიანს დაუდასტურდა.

„წითელ ზონაში“ დღეისათვის 84 პაციენტი რჩება. 3 მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირების 9.6 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა