„მაღაზიებიც უნდა აიკრძალოს“ - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია პრემიერის ონლაინკაზინოების აკრძალვის ინიციატივაზე

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით, მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს, აიკრძალოს სულაც,“ - ასე ეხმიანება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივას, რომლის თანამხადაც, ონლაინკაზინოებს ჯერ რეგულაციები უნდა გაუმკაცრდეს, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალოს.

„არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით, მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს, აიკრძალოს სულაც. ფულს თუ ვერ დახარჯავ, მეტი გექნება და იქნები მდიდარი. ელემენტარული რამე რომ ასახსნელი იქნება, რთულს რანაირად გაიგებთ ხალხო? და სხვათაშორის, მეტი არგუმენტით რომ გავამყარო ჩემი ეს მოსაზრება, - შოპოჰოლიზმი სცდება თავის დაჯილდოების ნორმალურ დოზას და სწორედ ისევე აცარიელებს ჯიბეს და ამრავლებს ვალებს, როგორც კაზინოში წაგება. განსხვავება მხოლოდ ნივთების რაოდენობის გაზრდაშია. შედეგად, მარადგამოუყენებელი, არასაჭირო ნივთების სიჭარბის გამო საცხოვრებელ სივრცეში ადამიანის ადგილი აღარ რჩება. სახლს კაზინოში დაკარგავ, თუ მაღაზიებში ნავაჭრით გამოტენი და აღარ დაეტევი, რა მნიშვნელობა აქვს? თავიდან ბოლომდე თვითდესტრუქციული, მაშასადამე ასაკრძალი ქმედებაა,“ - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა