ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა

სულ ნახვები : 369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისში "ბომონდში" გოლიათი დაიბადა - ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

პატარა მოსე 5 კილოგრამსა და 100 გრამს იწონის - ის დედის ორსულობის 36 კვირის ვადაზე დაიბადა.

“მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს. ყველას უღრმესი მადლობა. “ბომონდის” კლინიკას საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ საუკეთესო გუნდი ყავს. თქვენით ძალიან მეამაყება,”- ასეთია პატარა მოსეს დედის ემოციები.

კლინიკის ცნობით, დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობენ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სოცმედია ► Მეტის ნახვა