„არალეგიტიმურია“ - ბათუმის საკრებულოს ძველი წევრები სხდომის ჩაშლას აანონსებენ

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შევეცდებით სხდომის ჩაშლას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არალეგიტიმურმა საკრებულომ ვერ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება“, – განაცხადეს ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ცნობისთვის: ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები ირწმუნებიან, რომ ორ დღეში საკრებულოს ძველი შემადგენლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეიკრიბება.

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ძველი საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის დამტკიცებაში ხელს შეუშლიან.

„ჩვენ ვართ საკრებულოს არჩეული წევრები, გვაქვს სხდომაზე დასწრების უფლება, რა თქმა უნდა მივალთ და ფიზიკურად შევეცდებით სხდომის ჩაშლას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არალეგიტიმურმა საკრებულომ ვერ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება“, – განაცხადა კუპრაძემ

„ნაციონალური მოძრაობის“ გიორგი კირთაძის თქმით კი, საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება არალეგიტიმური ქმედება

„ბათუმის მერი, რომელიც რა გზით არის არჩეული, ყველამ იცის, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და „ქართული ოცნება“ დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი, დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა კირთაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა