ექსკლუზივი: მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება რეალურია - ვალერი გელბახიანის განმარტება

სულ ნახვები : 9,323
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, სასჯელი დროებით გადაუვადდეს? – ამ კითხვით Cnews-მა იურისტ ვალერი გელბახიანს მიმართა.

„ეს ამბავი ახალი არც მიხეილ სააკაშვილთანაა და არც - სხვა პატიმართან დაკავშირებით. რამდენიმე ნორმა არსებობს, როგორც საპროცედურო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სასჯელის გადავადებას, ანუ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს.

ამ შემთხვევაში, გამოიყენებენ შიდა პატიმრობას, როგორც ერთ-ერთ აღმკვეთ ღონისძიებას, ანუ როდესაც ხდება რამდენიმე ხნის განმავლობაში მსჯავრდადებული იმყოფება საავადმყოფოში, სადაც გადის მკურნალობას, შიდა პატიმრობა გამოიყენება. ის ვერსად გაიქცევა, რადგან მასზე წესდება ელექტრონული კონტროლი და ეს კანონით გათვალისწინებულია. ეს არ არის, მაგალითად, ჩემი ან ვინმეს მოგონებული აზრი, ვისაც ეს აწყობს, თუმცა ყველაზე ეფექტური ხერხი მსგავს შემთხვევაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის სასჯელისგან გათავისუფლება, ანუ გადავადება. ასეთ დროს, კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეუთავსებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში და მძიმე ხარისხის დაზიანება, რომლის განკურნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის შეუძლებელი, ასეთი ტიპისა და კატეგორიის პატიმარი მანამდე თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, ვიდრე არ განიკურნება. ამ შემთხვევაში, სასამართლო ათავისუფლებს პატიმრობიდან, გადაავადებს სასჯელს. ამას აკეთებს პირველი ინსტანციის სასამართლო, ანუ ის , ვინც გამოიტანა განაჩენი და ამის შემდეგ ავადმყოფი ვალდებულია, სასამართლოში წარადგინოს ცნობა, რომ მას კვლავ უტარდება კვლევები და ისევ გადის მკურნალობას. შემდეგ, გაგრძელდება მისი სასამართლო პროცესები, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ არასდროს არ ხდება უკან შებრუნება“, -  განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ავტორი: მარიამ ხინიკაძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა