„ხოტბას ვასხამ საქართველოს სახალხო დამცველს“ - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

სულ ნახვები : 13,724
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს და მის ოფისს მათი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს ყველა ადამიანის მიმართ, ვისზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს,“ - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ და საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. ასევე, იგეგმება ევროპარლამენტარებთან შეხვედრაც.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უნდობლობა გამოუცხადა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის და ექიმების პასუხისმგებლობის დაყენება არ გამორიცხა. სახალხო დამცველის საქმიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მთავრობას ნინო ლომჯარიას მანდატის ფარგლებში შექმნილი ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

„მე ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს და მის ოფისს მათი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს ყველა ადამიანის მიმართ, ვისზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს. ვენეციის პრინციპების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, დაიცვან ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი საფრთხის და ქმედებისგან, რომლებიც მიმართულია ან შეიძლება გამოიწვიოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობის შეფერხება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველს, მისი ოფისს და ასოცირებულ ექსპერტებს ჰქონდეთ ისეთ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებას მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად”, - ნათქვამია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

დუნია მიატოვიჩის თქმითვე, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (ევროპის საბჭოს ჩათვლით) მნიშვნელოვანია, საშუალება ჰქონდეთ დაეყრდნონ სახალხო დამცველის კომპეტენციას.

ამასთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ ამ და ადამიანის უფლებების სხვა გამოწვევებს განიხილავს საქართველოში მისი ვიზიტისას 2022 წლის თებერვალში.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები