„ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაცია“ - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 5,346
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრების შემდეგ.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც - მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა