„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

სულ ნახვები : 334
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო.

 2017 წლიდან დღემდე კი ბათუმში, 24 ნოემბერს, საღამოს,  ტრაგედიის ადგილას, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შესასვლელში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად.

 შეგახსენებთ:

"ლეოგრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საწყობის უფროსს კი - ორი წლით. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა