ილიას ზუროსი: მაყურებლის გვერდით დგომა ძალიან დაგვეხმარება

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გამოძახებულთა სიაში მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია არ იმყოფება. ჩვენებურის გუნდი 25 ნოემბერს ევროლიგაში მიუნხენის ბაიერნთან ითამაშებს, რის შემდეგ შენგელია ჩარტერული რეისით გადმოფრინდება საქართველოში და გუნდს შეუერთდება.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

„მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ და ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია, რათა კალათბურთელებს აქ ჩამოსვლაში დახმარებოდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. ვერ დაგვეხმარებიან დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. იმედია, ისინი მალე მომჯობინდებიან და ჩვენთან ერთად იქნებიან. რთული თამაშები გველის. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმუმი მივიღოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ამ ორი მატჩით არ სრულდება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მოახლოებული შეხვედრის მოგება გვჭირდება. სასიხარულოა, რომ უკრაინასთან მატჩს მაყურებელი დაესწრება და გვიგულშემატკივრებს. მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, ეს, საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთანა და ესპანეთთან მატჩებისთვის მზადება თბილისის სპორტის სასახლეში 20 ნოემბრიდან დაიწყო. უკრაინას 26-ში ვეთამაშებით, ესპანეთს – 29-ში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები