საბურთალომ ბათუმის დინამო დაამარცხა ფინალში სამგურალს შეურთდა

სულ ნახვები : 41
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეორე ფინალისტი საბურთალოს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში წყალტუბოს სამგურალს ეთამაშება.

დედაქალაქელებმა ამის უფლება ბათუმის დინამოსთან ნახევარფინალური დაპირისპირების გამარჯვების შედეგად მიიღეს – 2:1.

საბურთალოელებს გამარჯვებაში მამუკა კობახიძეც წაეხმარა, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ცუდად მოიგერია და დმიტრი მანდრიჩენკომ აუღელვებლად გაიტანა. საბურთალოს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილმა 100%-იანი მომენტი გაანიავა და საბურთალომ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტშივე ზღვისპირელები მეკარე ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა. თუმცა, ვერაფერი მოუხერხა შოთა ნონიკაშვილის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმულ ბურთს – 2:0.

ამის შემდეგ დინამო მატჩის გადარჩენას შეეცადა. თუმცა, ერთადერთი რაც მოახერხა, 84-ე წუთზე პენალტით ანგარიშის შემცირება იყო. 11 მეტრიდან ზუსტად ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაარტყა.

მეტის გასაკეთებლად ბათუმელებს დროც არ დარჩათ...

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში სამგურალი და საბურთალო ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. თუ როდის, მოგვიანებით დაზუსტდება...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები