ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე... ვინ იქნება შემდეგი? - ნოდარ რუხაძის პროტესტი სუს-თან

სულ ნახვები : 349
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე... ვინ იქნება შემდეგი?!" - ასე მიმართავს "სირცხვილიას" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სუს-ის წინ, უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს გამოხატავს.

“დღეს პროტესტის მეორე დღეა და ამ ბანერზე მორიგი სასაცილო წარწერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის დრო ახლა არ გვაქვს. ალბათ ჯერ არ იცით, ან ყურადღება არ მიგიქცევიათ, მაგრამ ბათუმის საკრებულოში ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოპოვების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ" ადამიანი მოკლა. 57 წლის კაცი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გაწირეს. უსამართლობისგან გულის რევის შეგრძნება არ გაწუხებთ? ჯერ არ გინდათ ქუჩაში გახვიდეთ და რამე დალეწოთ? არ ხართ დარწმუნებული, რომ სიმართლეა? არაფერი განსაკუთრებული, "ნაცების დროს" უარესი ხდებოდა და ჩუმად ხართ?

შევეცდები მარტივად მოგიყვეთ ივანიშვილის ძალოვანი სისტემის მორიგი მსხვერპლის შესახებ. საქმე ის არის, რომ ბათუმის საკრებულოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან არჩეული წევრების რაოდენობა “ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობაზე მეტია. ამ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ბათუმში ერთპიროვნული უმრავლესობა ვერ შექმნა. ახლა ივანიშვილის გუნდი სხვადასხვა ბინძური გზით ცდილობს, რომ ოპოზიციას საკრებულოებში უპირატესობა წაგლიჯოს, უმრავლესობა თავად შექმნას და საქმე გაიმარტივოს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ბათუმის საკრებულოში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე ზეწოლის მსხვერპლი იყო. მას კრიტიკულ მომენტში ოცნებისთვის სასარგებლო, ,,ნეიტრალური” პოზიციების დაკავებას სთხოვდნენ. ჩანაწერის მიხედვით, პირები ფუტკარაძეს რამდენჯერმე შეხვდნენ და მას 100 000 აშშ დოლარი შესთავაზეს.

ჩანაწერში ფუტკარაძე ასევე ამბობს, რომ მას გულის ძლიერი შეტევა ჰქონდა და ექიმმა შუნტირების გაკეთება ურჩია. ფაქტია, რომ ფუტკარაძემ, რომელსაც დიაბეტიც აწუხებდა, წნეხს ვერ გაუძლო და დაიღუპა.

არსებული მოცემულობით, ,,ქართულ ოცნებას” ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის შესაქმნელად და თავმჯდომარის ასარჩევად კიდევ ორი დეპუტატის გადაბირება სჭირდება.

ვინ იქნება შემდეგი? გული არ გერევათ? არ გინდათ ქუჩაში გავარდნა და რამის დალეწვა? "ნაცების დროს" უარესი ხდებოდა და ჩუმად ხართ?

#სირცხვილია #SOSGeorgia”, - წერს ნოდარ რუხაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა