რუსეთში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

სულ ნახვები : 549
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანქტ-პეტერბურგში „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მისი დაკავება უკავშირდება გაფლანგვის საქმეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“ დაახლოებით სამი მილიარდი რუბლის დაკარგვის გამო, რომლის მფლობელი ებრალიძე იყო.

შემოწმების შემდეგ, მას ლიცენზია ჩამოერთვა.

ებრალიძე ასევე, ცნობილია როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. 2009 წელს კი საქართველოს ხალხთა კონფერენციაზე, სოჭში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები