ძალოსნობის დოპინგ-სკანდალში ქართველებიც ფიგურირებენ

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული დოპინგ-სინჯები ხელმეორედ იქნა გამოკვლეული და დარღვევები 13 ძალოსანს, მათ შორის ორ ქართველ ძალოსანს – რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს აღმოუჩინა. ცირეკიძე იმ ევროპირველობის გამარჯვებული გახდა, ხოლო თურმანიძეს ბრინჯაო ერგო.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ ხელმეორედ გადაამოწმა აღნიშნული დოპინგ-სინჯები, რომელიც თავის დროზე „უარყოფითად“ შეფასდა. შედეგად, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ აკრძალული სტეროიდის კვალი გამოავლინა. 

თურმანიძესაც და ცირეკიძესაც აქტიური სპორტული კარიერა უკვე დასრულებული აქვთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა