ალექსანდრე ებრალიძე დაკავებულია - საქმეში 500 კილოგრამი ფული ფიგურირებს

სულ ნახვები : 31,680
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეფ-ეს-ბე“-მ სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები, ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე დააკავა. ებრალიძე რუსეთში ცნობილი ბიზნესმენი, პეტერბურგის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროს - „ტალიონი“ მფლობელი და ექსბანკირია. ამასთან, ის სხვადასხვა ბიზნესკომპანიასაც ფლობს.

რუსული მედიის ცნობით, გუშინ, 24 ნოემბერს, „ეფ-ეს-ბე“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში, ერთ-ერთ ქუჩაზე ალექსანდრე ებრალიძე დააკავა. დაკავებისთანავე დაიწყო ჩხრეკა მის რამდენიმე ბინასა და ოფისებში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაკავება მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საფუძველზე მოხდა. საქმე მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

კერძოდ, საუბარია „კონსტანს ბანკიდან“, რომლის მთავარი მფლობელიც ებრალიძე იყო, 3 მილიარდი რუსული რუბლის დაკარგვაზე.

აღნიშნული ფაქტი 2016 წელს მოხდა. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ „კონსტანს ბანკიდან“ 500 კილოგრამი ფული დაიკარგა. იმ დროს ებრალიძემ განაცხადა, რომ საქმეს დახურავდა, ანუ სავარაუდოდ, თავად მოახდენდა ამ ფულის კომპენსირებას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გააკეთა.  

შეგახსენებთ: ალექსანდრე ებრალიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება. ამასთან, ცნობილია, რომ მას ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის მცდელობა ჰქონდა - 2012 წლამდე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას.

ალექსანდრე ებრალიძე 1955 წელს, ბათუმში დაიბადა. არის „ალექსანდრე ნეველის პრემიის“ დამფუძნებელი, პეტერბურგში პეტრე ბაგრატიონის დადგმის ინიციატორი. 2009 წელს დააარსა „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი“. ამავე წელს  ღიად განაცხადა, რომ აპირებდა საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა