ცნობილია ის სამი ქვეყანა, სადაც მიხეილ სააკაშვილის შესაძლოა, სამკურნალოდ გადაიყვანონ

სულ ნახვები : 1,256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მთავარია, იყოს სურვილი, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ასეთი პრაქტიკა, როცა ადამიანს სჭირდება მკურნალობა, შეუძლიათ, რომ ის გადაიყვანონ ან სხვა დაწესებულებაში ან შესაძლოა განიხილებოდეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

„მთავარია, იყოს სურვილი, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ასეთი პრაქტიკა, როცა ადამიანს სჭირდება მკურნალობა, შეუძლიათ, რომ ის გადაიყვანონ ან სხვა დაწესებულებაში ან შესაძლოა განიხილებოდეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება. ჩვენ განვხილავთ უკრაინას, რადგან ის ცხოვრობდა უკრაინაში და მისი ისტორია არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, გერმანიას და ჰოლანდიას. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, საბოლოო და ობიექტური დასკვნა სპეციალისტებმა უნდა დადონ, შეაფასონ რა არის საჭირო მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის", - ამბობს გრუშოვეცი.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები