„ჩვენი მოთხოვნაა, რომ 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწროს“ - ადვოკატი

სულ ნახვები : 47
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„29 ნოემბერს, თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო პროცესს დაესწროს", - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. ამასთან, მიხელ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს.

„10 ნოემბრის პროცესზე, როდესაც მას ჰქონდა ფიზიკურად ძალა და ენერგია, რომ გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად, კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად, რაც შეეხება 29 ნოემბრის პროცესს, 29-ში თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო პროცესს დაესწროს", - ამბობს ბასილაია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები