იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაძვირდა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაძვირდა.

2020 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ერთი ტონა ხორბალი საშუალოდ 205 დოლარად შეიძინა, 2021 წლის ოქტომბერში ერთი ტონა პროდუქტის შესყიდვა საქართველოს საშუალოდ 302 დოლარი დაუჯდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული 10.802 მლნ დოლარის ღირებულების 35 790 ტონა  ხორბალი. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 38 972 ტონა ხორბალი 7.967 მლნ დოლარად შეიძინა.

ხორბლის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტზე ფასების ზრდა გახდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ერთი ტონა საექსპორტო ხორბალი რეკორდულ - 340 დოლარამდე გაძვირდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა