მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლოში კლანს ვერ ხედავს

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მხოლოდ განმარტებებით და რაღაც, ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებაზე მითითება, "კლანის" ეს ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე,“ - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენადი მაკარიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოსმენა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს - გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ. პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

„ყველა გამოკითხვას თავისი წესი აქვს, როგორ იქნა ჩატარებული, რა სოციუმში და ა.შ. ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად, გამუდმებით, უკვე რამდენი ხანია ისმის, რომ ეს გავლენიანი ჯგუფი არსებობა. მხოლოდ განმარტებებით და რაღაც, ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებაზე მითითება, "კლანის" ეს ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე. გამოხატვა გარდა სახელებისა, რაში გამოიხატება ესეც ხომ უნდა ითქვას, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი", - თქვა მაკარიძემ.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა