„არ შევარჩენთ“ - ხმაური „ოცნების“ ოფისთან

სულ ნახვები : 42
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაურია - სამოქალაქო აქტივისტები ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

შეგახსენებთ: გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

"ესეც უნდა შერჩეთ?! ჩვენ ვეუბნებით, რომ არ ვაპატიებთ, არ შევარჩენთ და ეს წითელი ხაზი იქნება მათთვის დასასრული. ადამიანის სიცოცხლის შეწირვა ამ ქვეყანაში არ ეპატია არც ერთ ხელისუფლებას და არ ეპატიება არც ამათ.

საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, კლავენ და უნდა გამოვიდეთ და ხმა ამოვიღოთ, სანამ თქვენი სახლის კარებიც შემოანგრია ამ სისტემამ", - ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები