მაკრონი: არ დავუშვებთ, რომ ლა-მანშის სრუტე ადამიანების სასაფლაოდ იქცეს

სულ ნახვები : 63
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფრანგეთის პრეზიდენტი ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავის ჩაძირვას ეხმაურება.

ემანუელ მაკრონის თქმით, ყველაფერი გაკეთდება ინციდენტზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და გასასამართლებლად.

„საფრანგეთი არ დაუშვებს, რომ კონტრაბანდისტებმა საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს და ლა-მანშის სრუტე სასაფლაოდ იქცეს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პარიზის მონაცემებით, 2021 წელს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრება 31 500-მდე ადამიანმა სცადა. მაშველებმა ზღვაში 7 800-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები