„თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს“ - ადვოკატი

სულ ნახვები : 21,452
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. ამასთან, მიხელ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ორჯერ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძის განცხადებებს, ასევე კონსილიუმის წევრების განცხადებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესაძლებლობა მიეცეთ "ემპათას" წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები

ყველა ინიციატივა ბუნებრივია განიხილება, ამ დროისთვის სამართლებრივი პროცედურა ამ ნაწილში ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა თუ იარსებებს სპეციალისტების შესაბამისი დასკვნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სამართლებრივი თვალსაზრისითაც შესაბამის ფორმას მივცემთ და შესაბამის მოთხოვნებს წარმოვადგენთ. 

სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს ბასილაია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები