10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წელის 10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით ჯამში 142.3 მლნ დოლარი მიიღო, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 127.1 მლნ დოლარით მეტია, ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვაში.  

2021 წლის ოქტომბერში მიღებული შემოსავლები ჩამორჩება წინა თვის მონაცემებს. სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 161.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

აღნიშნული ტენდეცია ბუნებრივად მიიჩნევა, რადგან ზაფხულის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავლების მოცულობა მცირდება.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ჯამში 188 800 ვიზიტორი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144 300 -ით მეტია, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 20 800 ტურისტით ნაკლები.

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა