კარლ ჰარცელმა ხელისუფლების მიწვევაზე უარი თქვა

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ მიგვიწიეს პარლამენტში, რათა დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენას დავსწრებოდით, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს,“ - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე საუბრისას.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეობის ორი კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი. იურიდიული კომიტეტის წევრები დღეს შეკითხვებს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსვამენ.

„ჩვენ მიგვიწიეს პარლამენტში, რათა დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენას დავსწრებოდით, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს.

არსებობს პრობლემები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასებები მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება" - ამბობს ჰარცელი.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები