ბიზნესსესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესსესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის საკრედიტო პირობების კვლევის მესამე კვარტალის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ზრდა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით მოთხოვნილ სესხებზე ფიქსირდება.

ბიზნესსესხების ზრდა უმეტესწილად ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა განაპირობა. რაც შეეხება სექტორებს, აქ ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინდუსტრიებზე მოდის.

საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მესამე კვარტალში დაკრედიტების არასაპროცენტო პირობები ბიზნესსესხებისათვის მცირედით გამკაცრდა. ეს კი მეტწილად რისკისადმი მიდრეკილების ცვლილებით იყო განპირობებული.

ამავე კვლევით დგინდება ისიც, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნესსესხებისათვის  მცირედით გაიზარდა.

არსებული პროგნოზის მიხედვით, ზრდა მომდევნო კვარტალშიც შენარჩუნდება. სებ-ის განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, ივნისთან შედარებით, კორპორაციული სესხების გაწლიურებული ზრდის ტემპი 31%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესსესხებს, მათი რაოდენობა 20%-მდე შემცირდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა