მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა - „დეკემბერში გაიმართოს საერთო ეროვნული აქცია“

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დეკემბერში, საერთო ეროვნული აქციის გამართვის ინიციატივით გამოვდივარ“ - , განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მორიგ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასაც ეხმაურება და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვალად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი, საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

 ავტორი: მარიამ ხინიკაძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა