„კრიზის აქვს“ - კახა კალაძე ენმ-ზე

სულ ნახვები : 52
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ.“ - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა დღეს, 25 ნოემბერს გაავრცელა. ის ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდებს და მადლობას იხდის თავისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

„ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში, რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ და აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: მარიამ ხინიკაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები