„აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება“ - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 41
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“ -  განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს , უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს  და შიმშილობის 50-ე დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ გადაიყვანეს. 29 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა იგი სხდომას.

„ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგეს და საუბრის საშუალება მიეცეს და ამან ასევე აღნიშნა, რომ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის შემდგომი ნაბიჯების შესახებ „ფეისბუქში“ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„მას ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგომა, რომ მიეცეს საუბრის, ადამიანების ნახვის საშუალება, მას ძალიან სურს ეს კონტაქტები და იმედი მაქვს, ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებების დარღვევა,“- თქვა ლიზა იასკომ. 

ავტორი: მარიამ ხინიკაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები