„ამ ფარსში მონაწილეობა სირცხვილია“ - ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დატოვა

სულ ნახვები : 55
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი მაშინ, როდესაც თქვენ სამართლიანობაზე და პატიოსნებაზე საუბრობთ", - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 25 ნოემბერს, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენს. პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

"სად არის თქვენი ხმა ამოღებული, იმ უსამარცხვინოესი განცხადების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა, რომ ევროპა ერევა ჩვენ საქმეებშიო. სტრასბურგში რომ წაბრძანდით თქვენ მაშინაც ასე ფიქრობდით, რომ ერეოდნენ თქვენ საქმეებში?!

კითხვები ძალიან ბევრი შეიძლება მქონდეს კანდიდატებთან და აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად ამ ძალიან არაჯანსაღი ვითარებისა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს მაინც ტაქტიკურად რომ იჯდეს და კითხვები დასვას. მე არ მაქვს კითხვები არც თქვენთან, არც დანარჩენ კანდიდატებით", - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა უნდა კითხოს უზენაესის მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს, რომელმაც 14 წუთში 3 პირი გაასამართლა და მათ 13-13 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"პრობლემა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ სასამართლოში, თქვენი დუმილით და სადაც ადგილს მიგიჩენენ იმით რომ კმაყოფილდებით და ასრულებთ არსებულ დავალებებს, აი მაგიტომ ამ ქვეყანაში ტრიალებს ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან დიდი უსამართლობა რომელსაც პატრონი არ ჰყავს, გამომძიებელი და მომკითხავი არ ჰყავს", - უთხრა ნაცვლიშვილმა კანდიდატს.

 

მარიამ ხინიკაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები